საყოფაცხოვრებო და დეკორატიულ – გამოყენებითი კერამიკული ნამუშევრის დამზადებას თაბაშირის ყალიბში შლიკერის ჩამოსხმის მეთოდით დიდი გამოყენება აქვს წარმოებაში. ჩამოსხმის საშუალებით ყალიბის შიგა ზედაპირი ნაწარმს აძლევს მის გარეთა მოხაზულობას.
შლიკერის ჩასხმის შემდეგ თაბაშირის ყალიბი ხარბად იწოვს წყალს, რის შედეგად მის შიგა კედლებზე წარმოიქმნება თიხის თხელი კედელი (კეცი). რაც უფრო მეტ ხანს ჩერდება შლიკერი ყალიბში, მით უფრო მატულობს კეცის სისქე. იგი შეშრობის შემდეგ ადვილად სცილდება ყალიბის კედლებს.
ჩამოსხმა ხდება ორი მეთოდით: ჩასხმის და გადმოსხმის.
ჩ ა ს ხ მ ი ს მეთოდს იყენებენ მასიური ან სქელკედლიანი ნაწარმის დასამზადებლად.
გ ა დ მ ო ს ხ მ ი ს მეთოდს იყენებენ თხელკეციანი ნაწარმის დასამზადებლად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment